საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა განათლების სამინისტროსთან ბრიფინგი გამართა

22 მარტი 2014

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა ადვოკატთა უფლებების დაცვის   კომისიის წევრებთან ერთად ბრიფინგი გამართა და მოითხოვა  საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ  ყველა სასკოლო  დაწესებულებაში დაინერგოს  სავალდებულო სასწავლო დისციპლინა  ნარკოტიკების, ალკოჰოლის, სიგარეტის მავნებლობის სწავლების შესახებ და დაიწყოს მუშაობა განათლების  ეროვნული  კონცეფციის ჩამოყალიბების თაობაზე.  

 

მთელი ცივილიზებული სამყარო გადასულია სასწავლო დაწესებულებში ნარკოტიკის მავნებლობის სასწავლო   პროგრამების  შექნაზე და მის სრულყოფაზე. ამერიკის შეერთებულ შტატებში შექმნილი სასკოლო სწავლების  მექანიზმი,  რომლითაც    ბავშვებს 10-12 წლის ასაკიდან   ასწავლიან ნარკოტიკების მავნებლობის შესახებ, 30 წელია არსებობს, გამოცემულია სპეციალური სახელმძღვანელოები.    ნარკოტიკის მავნებლობის სასწავლო პროგრამების დანერგვამ  ბრწყინვალე შედეგი გამოიღო,  სტატისტიკის მიხედვით,  ნარკოტიკების მიღებამ ასეთ ქვეყნებში  საგრძნობლად  იკლო.  ნარკოტიკის მავნებლობის სასწავლო   პროგრამების  მექანაზმის შექმნაზე ევროპის საბჭომ  შეიმუშავა  სპეციალური   კონცეფცია  და  რეკომენდაციით მიმართა წევრ ქვეყნებს შეემუშავებინათ ეროვნულ სკოლებში  სასწავლო პროგრამები. ( შეგიძლაით ნებისმიერ მსურველს შეხვიდეთ ინტერნეტში და თქვენ ნახავთ  უამრავ სასკოლო პროგრამას  ნარკოტიკების მავნებლობის თაობაზე) გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ შექმნა   ნარკოტიკებთან  ბრძოლის  ბრწყინვალე კონცეფცია,   სადაც     განსაკუთრებული როლი ენიჭება  სასწავლო დაწესებულებებში     ნარკოტიკის   მავნებლობის   სასწავლო   პროგრამების  შექნას.   აღნიშნულმა მექანიზმებმა  გამოიღო დიდი შედეგი,   დღესდღეობით   ამერიკაში  და  ევროპის ქვეყნებში  სიგარეტის მოწევაც  კი  ცუდ ტონად ითვლება, რომ აღარაფერი ვთქვათ  ნარკოტიკებზე  და  ეს   მიღწევები,  სასკოლო პროგრამაში ნარკოტიკების მავნებლობის სასწავლო დისციპლინის შექმნამ გმაოიწვია. 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი